ჩ ვ ე ნ ს    შ ე ს ა ხ ე ბ


     სს "სპეცჰიდრომშენი" დაარსებულია 1994 წელს და მემკვიდრეა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენთან" არსებული საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველო "ინჟმშენი"-ს, რომელიც თავის მხრივ დაარსდა 1970 წელს.

     სს "სპეცჰიდროშენში" მუდმივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 178 კაცია, მათ შორის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი 25 კაცი. სამშენებლო მოცულობის გაზრდის შემთხვევაში დამატებით ვიწვევთ დროებით სამუშაოებზე დაახლოებით 96 სპეციალისტს.

     კომპანია 100% კერძო მფლობელობაშია. ოფისი განლაგებულია დაბა ზაჰესში, ქ. თბილისის ცენტრიდან 10 კილომეტრში. მიწის ფართობი შეადგენს 14000მ2, რომელზეც განლაგებულია ორსართულიანი სათაო ოფისი 800მ2, სასადილო 180მ2, დახურული სასაწყობო შენობა - 650მ2, საზეინკლო-სახარატო საამქროს შენობა - 690მ2, ფარდული წინა მხარეს ღია ორი სათვალთვალო ორმოთი - 504მ2, დახურული ავტოფარეხები 10 ერტეული - 220მ2, ელექტრო-ქვესადგური 6/04-კვ, გასახდელი საშხაპეთი - 36მ2, საწვავ-საპოხი გასამართი ორი სვეტით და ლითონის ავზით - 25ტ., 8ტ. და შენობით 5მ2, წყლის ავზი 24მ2, გამწვანება - 1000მ2 და შიდა გზები.

     სათაო ოფისიდან 8 კმ-ში მდებარეობს ორგანიზაციის საქმიანი ეზო და კარიერი, წიწამურში მიწის ფართით 25000მ2, ორი სამსხრეველა, ბეტონის ქარხანა, ქვესადგურები 4000/35/6-კვ და 6/0.4კვ, აგრეთვე თბილისის ზღვაზე და თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ოფისიდან 10კმ-ში განთავსებულია ბეტონის ქარხნები, არმატურისა და სადურგლო საამქროები, მცირე ბლოკეს საამქრო და სამსხრეველა.

* * *